ნატოს გენერალურმა მდივანმა მოსკოვი სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა

საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს

ნატოს გენერალურმა მდივანმა მოსკოვი სირიის კრიზისის მოგვარების სამშვიდობო მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა. იენს სტონტელბერგის განცხადებით, რუსული ავიაციის იერიშები, რომელთა სამიზნე ძირითადად სირიის ოპოზიცია ხდება, ძირს უთხრის კონფლიქტის პოლიტიკური გზით მოგვარების საერთაშორისო ძალისხმევას.

მისივე თქმით, რუსეთის აქტივობის გაზრდა სირიის საჰაერო სივრცეში და თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები სულ უფრო მეტ დაძაბულობას ქმნის რეგიონში. განცხადება ნატოს გენერალურმა მდივანმა ამსტერდამში, ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტების შეხვედრაზე გააკეთა. საუბრის მთავარი თემები ახლო–აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარება და ისლამური სახელმწიფოს მხრიდან არსებული ტერორიზმის საფრთხე იყო.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: საარჩევნო წელს ასეთი ცვლილებები აღძრავს ეჭვს
შემდეგი სტატიასან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში ადრეული რეგისტრაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა