ნატოს გენერალურმა მდივანმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2025 წლის ნატოს სტრატეგიას აჯამებს.
ანგარიშში საუბარია საქართველოს შესახებაც და აღნიშნულია, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია.
76 გვერდიან დოკუმენტში საქართველოს შესახებ ჩანაწერს მხოლოდ ერთხელ ვხვდებით. ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა პირველად ოფიციალურ ანგარიშში თქვა, რომ ნატოში ჩვენი ქვეყნის გაწევრიანება 2024 წლის არჩევნების და შემდგომი მოვლენების გამო გაჩერებულია.
მარკ რუტეს თქმით, რომ ის რაც ახლა საქართველოში ხდება შეუსაბამოა ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალთან.
ნატოს პირველი პირის დოკუმენტში, საქართველო რომელიც ფორმალურად დღემდე ალიანსის ასპირანტი ქვეყანაა და ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციაში უწერია, მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონის კონტექსტში მოიაზრება იმ ორ მეზობელ ქვეყანასთან ერთად, რომელსაც ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების განაცხადი გაკეთებული საერთოდ არ აქვთ. ეს კი ქვეყენის ცალსახა დაქვეითებაა. ამ ეტაპისთვის ნატო მხოლოდ ქართული ჯარის დახმარებისთვისაა მზად. პოლიტიკური თანამშრომლობა შეჩერებულია.

















