ნატოს გენერალური მდივანი თურქეთში განხორციელებულ ტერაქტებს გმობს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენებრგი თურქეთში განხორციელებულ ტერაქტებს გმობს. სტოლტენბერგის განცხადება ნატო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

“მე მკაცრად ვგმობ საშინელ თავდასხმებს სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე. ჩემი ფიქრები გარდაცვლილთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და თურქეთის მოსახლეობასთანაა. ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ნატო-ს მოკავშირეები სოლიდარობას უცხადებენ თურქეთს და ერთიანნი არიან გადაწყვეტილებაში, ებრძოლონ ყველა ფორმის ტერორიზმს”, – ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

ნატო-ს წევრი სახელმწიფოს – თურქეთის უმსხვილეს აეროპორტზე სამმი თვითმკვლელის თავდასხმას, ოფიციალური მონაცემებით, 36 ადამიანი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: ტერორიზმი თანამედროვე მსოფლიოს შავი ჭირია,დანდობის გარეშე უნდა ამოვძირკვოთ ეს ბოროტება
შემდეგი სტატიაფედერიკა მოგერინი : ,,ვროკავშირი მხარს უჭერს თურქეთის მოსახლეობას”