ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება

ნატოს გენერალური მდივანი საქართველოს პრეზიდენტს ხვდება. იენს სტოლტენბერგისა და გიორგი მარგველაშვილის შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში, დახურლ ფორმატში მიმდინარეობს. ამის შემდეგ ორმხრივი შევედრა უკვე ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მონაწილეობით გაგრძელდება.

პრეზიდენტის რეზიდენციაში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება. საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს გენერალური მდივანის მოადგილეს დააჯილდოებს.

უშიშროების საბჭოს გენერალური მდივანის ირინა იმერლიშვილის განცხადებით, იმ რეფორმებზე იქნება საუბარი, რომლის გატარებაც უსაფრთხოების კუთხით იგეგმება.

„ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი არის მთელი მსოფლიოსთვის ერთმნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს მხარდაჭერისა. მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, ასევე რეფორმების მხარდაჭერის. სწორედ ამ რეფორმებზე იქნება საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას, როგორც ნატოს გენერალურ მდივანთან, ასევე ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან,“ – განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება ერთობლივი ბრიფინგიც.

banner
წინა სტატიაშილევან ვარშალომიძე: ოთხი წელი გაჩერება საკმარისია, ჩვენ მზად ვართ ავამოქმედოთ მთელი აჭარა
შემდეგი სტატიამსჯავრდებულებს უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა ეძლევათ