ნატოს ევროპაში ახალმა მეთაურმა მოწოდება გააკეთა “აღორძინებულ რუსეთს” წინ აღუდგნენ

ნატოს ევროპაში ახალმა მეთაურმა მოწოდება გააკეთა

ნატომ “აღორძინებული რუსეთის” წინაშე სიმტკიცე და ბრძოლის მზაობა უნდა გამოხატოს, გამოწვევებზე ოპერატიული რეაგირებით – ამის შესახებ ალიანსის ევროპაში წარმომადგენელმა ამერიკელმა გენერალმა, კერტის სკაპაროტმა განაცხადა, რომლის სიტყვებსაც პენტაგონის პრეს-სამსახური ავრცელებს.
სკაპაროტის თქმით, ნატო ეწინააღმდეგება “აღორძინებად რუსეთს, რომელიც საკუთარი თავის მსოფლიო ლიდერად პროეცირებას აპირებს”. ალიანსის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებად მან ტერორიზმი და ლტოლვილების კრიზისი დაასახელა.

“ამ პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ მაქსიმალური მზაობა უნდა გამოვხატოთ იმისათვის, რომ ბრძოლა დავიწყოთ ახლავე, თუკი თავშეკავების პოლიტიკა ვერ იმუშავებს” – განაცხადა მან.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანი “გაურკევვლობის ახალ ერაში” შევიდა “სამხრეთ და აღმოსავლეთ ფლანგში არსებული სერიოზული პრობლემებით”.

სკაპაროტმა ფილილ ბრიდლოვი შეცვალა, რომელიც ასევე ხისტი გამონათქვამებით გამორჩეოდა რუსეთის მიმართ.

banner
წინა სტატიაშიასადმა ალეპოს სიტუაცია სტალინგრადთან ბრძოლას შეადარა
შემდეგი სტატიამამუკა არეშიძე – მიხეილ სააკაშვილი აქ რომ ყოფილიყო, ასეთ ქმედებას ვერავინ გაბედავდა