,,ნატოს დღეები 2019“ მესტიაში გაიმართა

მესტიაში, ,,ნატოს დღეები 2019“-ის ფარგლებში ღონისძიება ჩატარდა. ,,ნატოს“ სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა როზარია პუგლისმა ადგილობრივებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა, რომელსაც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ნინო ვიბლიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

3-31 ოქტომბერს, საქართველოში უკვე ტრადიციად ქცეული ,,ნატოს“ დღეები მიმდინარეობს. ,,ნატოს“ დღეები საქართველოში მეთორმეტედ იმართება, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების გაცნობიერებული მხარდაჭერის ხელშეწყობა და ინფორმირებულობის გაზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ნატოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმების, პერსპექტივებისა და გამოწვევების შესახებ.

მიმდინარე წელს, ,,ნატოს“ დღეები განსაკუთრებულად აღინიშნება საქართველოს რეგიონებში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით 70-მდე ღონისძიება გაიმართება. კერძოდ, ქვეყნის 10 რეგიონში, ნატოს დღეების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, პედაგოგებთან, საჯარო მოხელეებთან, ადგილობრივი ხელისუფლების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების მოსახლეობასთან და მედიასთან.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიამ ტაქსის მანათობლების დარიგება დაიწყო
შემდეგი სტატიაზარდიაშვილი დეპუტატის მანტატს უახლოეს პერიოდში დატოვებს