ნატოს და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს – სტოლტენბერგი

საქართველოს მონაწილეობა ნატოს მინისტერიალში ძალზე მნიშვნელოვანია და ეს სოლიდარობისა და მჭიდრო თანამშრომლობის გამოვლინებაა. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა. ბელგიის დედაქალაქში ნატოს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალი ტარდება, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების გარდა საქართველოს, უკრაინის, შვედეთის, ფინეთის და ევროკავშირის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებმა მისი პარტნიორების მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ და საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ამ სასტიკი ინტერვენციის ფონზე ნატოს მოკავშირეებმა პარტნიორების მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ, რომლებმაც ასევე იწვნიეს საკუთარ თავზე რუსეთის აგრესია. საქართველო ერთ-ერთი ასეთი ქვეყანაა“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – ზოგადი განცხადების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად, გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილისა და სხვების განცხადებებს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილისა და ილია მეორეს შეხვედრა ვერ მოხერხდა, პატრიარქთან შეხვედრები ასე ნებისმიერ დროს ვერ ხერხდება – ანდრია ჯაღმაიძე