ნატომ სუ-34-ის მიერ თურქეთის საზღვრის დარღვევის მტკიცებულებების მიწოდებაზე უარი განაცხადა

თურქეთმა რუსეთი ისევ დაადანაშაულა საჰაერო სივრცის დარღვევაში

ნატომ უარი განაცხადა წარმოადგინოს მტკიცებულებები, სადაც ნაჩვენები იქნება თუ როგორ დაარღვია რუსულმა სუ-34-მა თურქეთის საზღვარი. ალიანსის ხელმძღვანელობის თქმით, არსებული ინფორმაცია ანონიმურია.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია თურქეთის საზღვარი. გამოსახულება შენახულია და საიდუმლოა” – ამბობს ნატოს წარმომადგენელი.

რუსული მედიის ცნობით, მათ გამოითხოვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მასალები ნატოდან, მაგრამ უშედეგოდ.

30 იანვარს რუსეთის თავდაცვის სამსახურმა უარი განაცხადა თურქეთის საჰაერო საზღვრის დარღვევაზე. თურქეთმა კი რუსეთის ელჩს ანკარაში საპროეტსტო ნოტა გადასცა რუსული სუ-34-ის მიერ საჰაერო საზღვრის დარღვევის გამო და რუსულ მხარეს სთხოვა, არ გაიმეორონ მსგავსი დარღვევა.
აშშ-მ დაადასტურა, რომ რუსულმა თვითმფრინავმა ნამდვილად დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე.

banner
წინა სტატიაშისტატიების არასწორი გაზიარება, რეალური რეიტინგი და სტატისტიკური მონაცმები
შემდეგი სტატია(FOTO)საქართველოს პრეზიდენტი სპექტაკლს პირველ ლედისთან და რიგით მოქალაქეებთან ერთად დაესწრო