ნატომ რუსეთის აგრესიის გამო შავ ზღვაზე მონაწილეობას გაზრდის

ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის აგრესიის გამო შავი ზღვის აკვადორიაში ალიანსის გაძლიერებული მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს – ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ რა შეგიძლია შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ჩვენ ზომათა პაკეტი მივიღეთ, რომელიც იმის საშუალებას მოგვცემს, რომ ადგილზე უკეთესად გავეცნოთ სიტუაციას და უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა გავაძლიეროთ. საუბარია საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სწავლებებზე, გემთა პორტებში ვიზიტსა და ინფორმაციის გაცვლაზე” – სტოლტენბერგმა თქვა. მან აღნიშნა, რომ ნატოს ერთ-ერთი ჯგუფი შავ ზღვაზე იმყოფება და დღეს უკვე სწავლებებს ატარებს უკრაინული და ქართული გემების მონაწილეობით.
შეგახსენებთ, რომ შავ ზღვაში 5-დან 13 აპრილის პერიოდში ნატოს წვრთნები “საზღვაო ფარი-2019” ჩატარდება.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის პლენარულ სხდომაზე 5 აპრილს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაბრიტანეთის პარლამენტმა გაჟონილი წყლის გამო მუშაობა შეწყვიტა