ნატომ ყირიმის მილიტარიაზაცია დაგმო

კრემლის გეგმამ, ყირიმში სამხედრო თვითმფრინავები განათავსოს, ნატოს შეშფოთება გამოიწვია. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიის მილიტარიზაციას მოსკოვი ისევ აგრძელებს, რაც უკრაინის სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის და მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს – 18 დეკემბერს ნატოს პრეს-მდივანმა ოანა ლუნგესკუმ განაცხადა “დოიჩე ველესთან” საუბარში. ნატო და მისი მოკავშირეები შეშფოთებული არიან აზოვის ზღვის ირგვლივ მზარდი დაძაბულობით – თქვა ალიანსის წარმომადგენელმა.
რუსეთი ვალდებულია უკრაინელი მეზღვაურები გაანთავისუფლოს და დააბრუნოს უკრაინული გემები, რომელიც გასულ თვეს დააკავეს – ნატოს განცხადებაშია ნათქვამი. ესკალაცია არავის ინტერესშია. ჩრდილოატლანტიკური გაერთიანების გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მას მადლობა გადაუხადა სიმშვიდისა და გამძლეობისთვის ქერჩის სრუტის კრიზისის გამო – უანა ლუნგუსკუმ თქვა.
ნატო რეგიონს გულისყურით ადევნებს თვალყურს. გარდა ამისა, ალიანსი პოლიტიკურად და პრაქტიკულად მხარს უჭერს უკრაინას, მათ შორის, წლის ბოლომდე ალიანსი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სამხედრო კავშირისთვის აუცილებელ აპარატურას გადასცემს, რომელიც მოსმენებისგან დაცული იქნება.

banner
წინა სტატიაშივატიკანში ქრისტეშობის სცენა ქვიშისგან ააშენეს
შემდეგი სტატია1,2 მილიონიანი ბრონირებული მანქანა გერმანული სპეცრაზმისთვის