“ნატომ გადმოდგა სერიოზული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისკენ” – დავით ბაქრაძე

ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კომენტარი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის შესახებ აცხადებს, რომ ეს არის სერიოზული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისთვის.

„მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში არის ორი ბლოკი, პირველი ბლოკი არის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მისი ერთიანობის, მისი ევროატლანტიკური მომავლის და ნატოში გაწევრიანების და ასევე მნიშვნელოვანია მეორე ბლოკი, სადაც საუბარია იმაზე, როგორი უნდა იყოს საქართველო იმისთვის, რომ ის გახდეს ნატოს წევრი. უფრო დემოკრატიული, მედიაპლურალიზმით, სასამართლოთი და ძლიერი ოპოზიციით, ამიტომ ორივე ნაწილი დეკლარაციის ავსებს ერთმანეთს, ორივე ნაწილი არის გზა წინ, გზა უკეთესი საქართველოსკენ, გზა ევროპული და ევროატლანტიკური საქართველოსკენ და ვფიქრობ, ამ დეკლარაციის მიღებით ნატომ გადმოდგა სერიოზული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნისკენ, “ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიშარტავას ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს ოფიციალურ განცხაადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგრანტების მოძიებაზე ხელშეკრულება დეკანოზმა პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობით გააფორმა