ნატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს – სტოლტენბერგი

ნატო ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსეთი მზადაა უკრაინაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს“, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა იენს სტოლტენბერგმა Welt-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ გვესმის რუსეთის ხელმძღვანელობის მუქარის შემცველი რიტორიკა ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების თაობაზე. ეს არის უპასუხისმგებლო და დაუფიქრებელი რიტორიკა. ნატოს არ შეუმჩნევია ცვლილება რუსეთის ბირთვულ სტრატეგიაში“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატოს აქვს უფლება დაეხმაროს უკრაინას, რომელსაც, თავის მხრივ, აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი.

„ჩვენი ამოცანაა მინიმუმამდე დავიყვანოთ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი. ნატო არის ყველაზე ძლიერი ალიანსი მსოფლიოში და ჩვენი გზავნილი ნათელია – ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, ისინი მხოლოდ დამარცხდებიან ყველა მხრიდან“, – დასძინა იენს სტოლტენბერგმა.

banner
წინა სტატიაშივარკეთილში სპეცოპერაციისას ძმები შენგელიები დააკავეს – არსებული ინფორმაციით, ისინი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდნენ
შემდეგი სტატიაექიმების გაფრთხილებაა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს სასიკვდილო საფრთხე ემუქრება – Euronews