იენს სტოლტენბერგი: NATO ვარშავის სამიტზე საქართველოს მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

NATO-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO ვარშავის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის დემონსტრირებას მოახდენს.

აღნიშნული განცხადება იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ ექსპერტთა ფორუმზე გააკეთა.

მისი განმარტებით, თუ საქართველო, უკრაინა ან სხვა ევროპული ქვეყნები გადაწყვეტენ NATO-ს წევრობას, ეს მათი და 28 წევრის გადასაწყვეტი იქნება, რადგან ყოველი ერს გააჩნია ფუნდამენტური უფლება თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

“ამ სამიტზე მონტენეგრო ყველა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას და ალიანსის წევრი გახდება, მას შემდეგ, რაც 28 წევრი ქვეყანა წევრობის პროტოკოლის რატიფიცირებას მოახდენს. ამით მინდა გითხრათ, რომ ეს სამიტი აჩვენებს – NATO-ს კარი ღიაა. ჩვენ მალე 29 წევრი გვეყოლება.

განვაგრძობთ თანამშრომლობას საქართველოსთან და უკრაინასთან. ისინი ჩვენი ახლო პარტნიორები არიან. ვეხმარებით საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რეფორმებსა და NATO-ს სტანდარტების დაკმაყოფილებაში. არსებითი პაკეტის დამტკიცების შემდეგ მის იმპლემენტაციაზე ვმუშაობთ. ჩვენ გავაგზავნეთ NATO-ს მრჩევლები და გავხსენით NATO-ს საწვრთნელი ცენტრი. ეს არის ძლიერი სიგნალი იმისა, თუ როგორ ვაყალიბებთ საქართველოსთან უართიერთობას და მხარს ვუჭერთ მას. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე. სამიტის ფარგლებში გაიმართება საქართველო-NATO-ს სამიტი საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.

თუ საქართველო ან აუკრაინა ან სხვა ევროპული ქვეყნები გადაწყვეტენ NATO-ს წევრობას, ეს მათი და 28 წევრის გადასაწყვეტია. ეს არის ფუნდამენტური უფლება ყოველი ერისა თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი”,- აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, დღეს, ვარშავის ცენტრში მდებარე ეროვნულ სტადიონზე NATO-ს სამიტი გაიხსნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 58 ოფიციალური დელეგაცია, მათ შორის, 28 წევრი სახელმწიფო. ასევე 26 პარტნიორი ქვეყანა და გაერო-ს, ევროკავშირის, მსოფლიო ბანკისა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციები.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ჯონ კერის ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საარჩევნო გარემო
შემდეგი სტატიამდინარე აბაშამ 18 წლის ბიჭის ცხედარი გამორიყა