NATO უკრაინისთვის 40 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდა – Reuters

ნატოს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება 40 მილიარდი ევროთი დააფინანსონ. კიევი ამ თანხებს მომავალ წელს მიიღებს. ინფორმაციას Reuters-ი დასავლელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ალიანსის ქვეყნებს სთხოვა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება იმავე დონეზე შეინარჩუნონ, როგორც ეს 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ წლებში იყო, რაც წელიწადში დაახლოებით 40 მილიარდ ევროს შეადგენს.

ნატოს ლიდერები შეთანხმებას მომავალ კვირას ვაშინგტონში მოაწერენ ხელს.

banner
წინა სტატიაშიBloomberg: ჩინეთი რუსეთისთვის  „შაჰედის“ უპილოტო თვითმფრინავების ანალოგის  წარმოებას დაიწყებს
შემდეგი სტატიარუსი გენერალი ტეპლინსკი ფრონტზე დაიჭრა