ნატო გეგმავს სამხედრო მისიის შექმნას უკრაინაში, მაგრამ უნგრეთი მასში მონაწილეობას არ მიიღებს, განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-ის ეთერში.
„დასავლეთს სურს დაამარცხოს რუსეთი ამერიკელებისა და გერმანული ეტატიზმის ხელმძღვანელობით. ეს უიმედოა და მისი ფასი იმდენად მაღალია, რომ არ ღირს“, – ციტირებს მის სიტყვებს ORIGO.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, რადოსლავ სიკორსკის თქმით, აქ საუბარია არა კონფლიქტში შესვლაზე, არამედ, პირველ რიგში, უკრაინელი სამხედროების მომზადებაზე-„ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვექმნა ნატოს მისია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ომში მივდივართ, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ახლა ჩვენ შევძლებთ გამოვიყენოთ ალიანსის კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უფრო დაბალანსებული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად“.