ნატო-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით საქართველო იმავე ადგილასაა, რომელიც ეკავა 2008 წელს

ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი კურტ ვოლკერი, ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე საუბრობს.

ვოლკერი ამბობს, რომ საქართველო იმავე ადგილასაა, რომელიც ეკავა 2008 წელს ნატო-სთან ურთიერთობის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩატარებული პრაქტიკული ნაბიჯების გაუმჯობესების კუთხით.

მისივე განცხადებით, ნატო-ს გენერალური მდივნის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რათა საქართველო ნატო-ს რადარის ეკრანზე დარჩეს, იმ იმედით, რომ მომავალში უფრო მეტი პროგრესი იქნება.

„გენერალური მდივნის დღევანდელი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც იცით ვარშავის სამიტზე საქართველოსთვის არ შეუთავაზებიათ წევრობის სამოქმედო გეგმაში მონაწილეობა. ასე რომ საქართველო იმავე ადგილასაა რომელიც ეკავა 2008 წელს ნატო-სთან ურთიერთობის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ჩატარებული პრაქტიკული ნაბიჯების გაუმჯობესების კუთხით. ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება, მნიშვნელოვანია გენერალური მდივნისა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოსთვის აქ ჩამოსვლა, პირადი ურთიერთობების განახლება, ადგილზე სიტუაციის გაცნობა, და შეხვედრები მთავრობასა და ოპოზიციასთან, იმისთვის, რომ საქართველო ნატო-ს რადარის ეკრანზე დარჩეს, იმ იმედით რომ მომავალში უფრო მეტი პროგრესი იქნება,“- განაცხადა ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა.

ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრობენ ქართველი ექსპერტებიც. საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარის დავით სიხარულიძის განცხადებით, საქართველომ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანდეს ნატო-ში.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – ქვესადგური ”ქსანი” კიდევ ერთი ნაბიჯია ენერგოდამოუკიდებლობისკენ
შემდეგი სტატიანატო-საქართველოს კომისიაზე კონკრეტული შედეგები განიხილება, რომელიც მივიღეთ ვარშავის სამიტზე