“ნატო-სთან დაკავშირებით საქართველოს მისწრაფებები, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს გეგმები, დაკავშირებული ნატო-სა და ევროკავშირთან, რუსეთის მხრიდან არ უნდა იყოს აღქმული, როგორც კონფრონტაციის ნიშანი.

როგორც კვირიკაშვილმა “reuters”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, კავკასიასა და რეგიონში სტაბილურობა, რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს.

“ჩვენ ვცდილობთ რუსი პოლიტიკოსებისთვის გზავნილის მიწოდებას, რომ საქართველოს მისწრაფებები ევროკავშირსა და ნატოსთან დაკავშირებით, რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ვთვლი, რომ სტაბილურობა კავკასიაში და რეგიონში რუსეთის ინტერესებშიც უნდა შედიოდეს. ჩვენ ვერ ვხედავთ კონფრონტაციის მიზეზს, რომელსაც საფუძვლად შეიძლება ჰქონდეს საქართველოს მისწრაფებები ნატო-სთან დაკავშირებით”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში“ეს არის დასამარება პროკურატურის” – ირაკლი ალასანია ე.წ. კაბელების საქმეზე
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს ევროკავშირს, არ დააყოვნოს ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება