ნატო სკრიპალის საქმის გამო კოლექტიური უსაფრთხოების სისტემას გააძლიერებს

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენების პასუხად, ალიანსი ცივი ომის შემდეგ უსაფრთხოების კოლექტიური სისტემის ყველზე ფართომასშტაბურ გაძლიერებაზე გადავა – სტოლტენბერგმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრთან ბორის ჯონსონთან ბრიუსელში შეხვედრაზე თქვა, სადაც ბორის ჯონსონი ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერის მისაღებად დღეს გაემგზავრა.

სოლსბერიში 4 მარტს რუსეთის ყოფილი უშიშროების აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით მოწამლეს. ისინი დღემდე საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.

banner
წინა სტატიაშინიკოლა სარკოზი დააკავეს
შემდეგი სტატიათავდასხმა “რუსთავი 2-ზე” – დაშავებული ჟურნალისტი დავით ერაძე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფება