ნატო სკრიპალის საქმეზე რუსეთს განმარტებებს სთხოვს

ნატოს ქვეყნებმა რუსეთს მოუწოდეს ბრიტანეთს ყველა კითხვაზე, რომელიც ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის საქმეს ეხება, პასუხი გასცეს. განცხადებაში, რომელსაც ნატოს 29 წევრი ქვეყანა აწერს ხელს, ხაზგასმულია, რომ “ეს თავდასხმა ცალსახად საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და სამართლის დარღვევაა”. მიმართვა დღეს გავრცელდა.

სერგელი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს ლონდონთან ახლოს იპოვეს მოწამლულები ნივთიერებით, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე შექმნეს რუსეთში. ბრიტანეთის პრემიერმა ტერესა მეიმ რუსეთს ახსნა-განმარტებები მოსთხოვა და თქვა, რომ შესაძლებელია მომხდარის უკან რუსეთი იდგეს.

banner
წინა სტატიაში“უპასუხისმგებლოები” თუ “ჰუმანურები”: რუსეთის რეაქცია ბრიტანეთის პასუხზე
შემდეგი სტატიააფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობა:საზღვარზე უკანონო გადასვლა საქართველოს მთავრობის მიერ არის წახალისებული