NATO-ში უკრაინის დაჩქარებულ მიღებას ალიანსის ყველა მოკავშირე ემხრობა – ქლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიმს ქლევერლის განცხადებით, უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სწრაფი გზის მიცემას, როგორც ეს ფინეთისა და შვედეთის შემთხვევაში მოხდა, ალიანსის ყველა მოკავშირე ემხრობა.

როგორც მან უკრაინის აღდგენის ფორუმზე განაცხადა, სამოქმედო გეგმის “მაპის” გარეშე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების ძლიერი მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთიც.

“ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინა განვითარდა და განვითარდა სწრაფად. იენს სტოლტენბერგმა ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე თქვა, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის ბევრი მოთხოვნა უკვე შესრულდა. მათი შეიარაღებული ძალების რეფორმა კონფლიქტში ჩართულობის დროს მიმდინარეობს და ვფიქრობ გაერთიანებული სამეფოს პოზიცია ძალიან, ძალიან მხარდამჭერი იქნებოდა წევრობის სამოქმედო გეგმაზე გადასვლაზე. იმის აღიარებით, რომ შვედეთისა და ფინეთის გაკეთებული შეთავაზება ამას არ მოითხოვდა. უკრაინელებმა ბრძოლის ველზე მათი ქმედებებით გვაჩვენეს მათი თავდადება ნატოს წევრობისთვის საჭირო სამხედრო რეფორმების მიმართ და ვფიქრობ, ნატოს ყველა მოკავშირე აღიარებს ამას”, – ამბობს ქლევერლი.

banner
წინა სტატიაშიმარია ზახაროვა – აშშ-სა და ნატო-ს აგრესიულმა პოლიტიკამ, შესაძლოა, ბირთვულ ძალებს შორის პირდაპირი შეტაკება გამოიწვიოს
შემდეგი სტატიათაზო დათუნაშვილი – რიკოთზე, სამანქანო გზის სამ სხვადასხვა მონაკვეთზე ჩამოწვა მეწყერი და გადაადგილება მთლიანად პარალიზებულია – საქართველო ორადაა გაყოფილი და ყველა უამინდობა ქვეყანას შუა საუკუნეებში აბრუნებს