“ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა მაჩვენებელი 79 % – ს შეადგენს, ევროკავშირის – 85 %”, – IRI

IRI-ს კვლევის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა 79 %-ს , ევროკავშირში გაწევრიანებას კი 85 % -ს შეადგენს.

ამავე კვლევის თანახმად, 58% რუსეთთან დიალოგს უჭერს მხარს. 53 % მომხრეა რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნების, ევროპული კურსის გაგრძელების პარალელურად. 23 % კი, ევროპული პოლიტიკის უპირობო მომხრეა.

კითხვაზე, თანახმა ხართ თუ არა ევროკავშირთან ინტეგრაციაზე თუკი ამით თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდება, გამოკითხულთა 51 % უარყოფით პასუხს აფიქსირებს.

IRI კვლევის შედეგებს ოფიციალურად, რამდენიმე დღეში გამოაქვეყნებს. მანამდე კი, მონაცემები ტრადიციულად, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან ხდება ცნობილი, რადგან საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) შედეგების ოფიციალურად გასაჯაროებამდე, ინფორმაციას სწორედ პოლიტიკურ პარტიებს აცნობს. პოლიტიკურ გაერთიანებებთან ორგანიზაციის შეხვედრები დღეს დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი გიორგი ბახტაძე რამიშვილს პასუხობს
შემდეგი სტატიაIRI – ს გამოკითხულთა 56 % 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს