NATO-ში გაწევრიანების ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი ოკუპაციაა – ღარიბაშვილი

პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ NATO-ში გაწევრიანების “დამაბრკოლებელიო ბარიერი ოკუპაციაა”.

ღარიბაშვილმა ალიანსში გაწევრიანების პროცესის ჩიხში შეყვანაში ოპოზიცია დაადანაშაულა:

“მოგეხსენებათ, რომ ნატო-ს წევრობა არ არის დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე, ეს დამოკიდებულია ნატო-ს ყველა წევრის კონსესუსზე და ეს გადაწყვეტილება მიიღება, საერთო კონსესუსის გზით და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ბარიერი არის ოკუპაცია, ოკუპირებული ტერიტორიები.

არ მოეწონათ ჩვენს ოპონენტებს, მაგრამ 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი საქართველოდან, 2008 წელს, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრი და სხვა ლიდერები იძახდნენ, რომ რუსეთი არაფერ შუაშია, ჩვენ საქმე გვაქვს ოსეთთან, იქ კოდორს დაარქვეს ზემო-აფხაზეთი და რამდენიმე დღეში დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი საქართველოში.

2008 წლის შემდეგ, აქ რომ მეჯდა ვაჟბატონი, მეგის ქარდავასა და დათა ახალაიას მეგობარი აკო მინაშვილი, ამ ვაჟბატონს ხელი აქვს მოწერილი კაპიტულანტურ რეზოლუციაზე, სად არის თქვენი პროტესტი, რეზოლუციაში პირდაპირ ბრალი დასდეთ სამხედროებს ომის დაწყებაში, ამაზე ხელი მოაწერეს ვინ – სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შედეგად მივიღეთ დაკანონებული ოკუპაცია, რუსეთმა განათავსა ორი ბაზა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან ჩვენი ძირძველი ტერიტორიების უკანონოდ აღიარება მოხდა, ამან საბოლოოდ ჩიხში შეიყვანა პროცესი, რომელიც უკავშირდება ნატოში ინტეგრაციას”, – თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ დაუშვილი პრემიერს – ევროკომისიამ დაგვიწერა: სასამართლოს რეფორმა, პოლარიზაციის დასრულება, დეოლიგარქიზაცია, ინსტიტუციების გაძლიერება, ამ კუთხით რას აპირებთ?
შემდეგი სტატიამხარი უნდა დავუჭიროთ უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, უნდა გამოვხატოთ მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის მიმართ – იტალიელი დეპუტატი