22.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ნატო-ში აშშ-ის ელჩი: Patriot-ის რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ უკრაინასთან შეთანხმება ზამთრამდე არ გაფორმდება

ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, რომ Patriot-ის რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ უკრაინასთან შეთანხმება ზამთრამდე არ გაფორმდება და მნიშვნელოვანია, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს.

მეთიუ უიტაკერის ცნობით, უკრაინასთან და ევროპელ პარტნიორებთან Patriot-ის სისტემების ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების ერთობლივი წარმოების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„არსებობს ერთობლივი წარმოების შესაძლებლობები, რომელთა განხორციელებაც უკრაინელებთან და ევროპელებთან ერთად შეგვიძლია, რათა სამრეწველო ბაზა გავაფართოოთ და უკრაინისა და ევროპის თავდაცვას მხარი დავუჭიროთ“, – განაცხადა უიტაკერმა.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის საშუალებები ზამთრამდე მიიღოს.

„ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას კიდევ ერთი ზამთრის გადასატანად საჭირო საჰაერო თავდაცვის საშუალებები რაც შეიძლება სწრაფად მივაწოდოთ, იქნება ეს იმ მოკავშირეებისგან, რომლებსაც რაკეტების ჭარბი მარაგი აქვთ, თუ ჩვენს ქარხნებში წარმოების გაზრდის გზით“, – აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიხაბეიშვილი: ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი”
შემდეგი სტატიამარია ხაზაროვა დასავლურ ქვეყნებს „ტერორისტული საქმიანობის“ დაფინანსებაში ადანაშაულებს