ნატო-ში აშშ-ის ელჩი, მეთიუ უიტაკერი რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის შეჭრას გამოეხმაურა.
„ჩვენ ნატო-ს მოკავშირე რუმინეთის გვერდით ვდგავართ. ამ წინდაუხედავ შეჭრას ვგმობთ. ჩვენ ნატო-ს ტერიტორიის ყოველ სანტიმეტს დავიცავთ“, – წერს უიტაკერი X-ზე.
შეგახსენებთ, გასულ ღამეს რუსეთიდან გაშვებული დრონი რუმინეთის ქალაქ გალატში მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ხანძარი გაჩნდა და ორი ადამიანი დაშავდა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ კორპუსს რუსული დრონი შეეჯახა.
















