ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას იღებს – ალიანსმა სქემაში საქართველო და უკრაინაც ჩართო

საქართველო თავისი მიზნისკენ, გახდეს ნატოს წევრი, მიისწრაფვის, რომელსაც არც თუ ისე ცოტა დრო დასჭირდება.

ნატო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს. ალიანსმა საიუბილეო მინისტერიალზე ღონისძიებათა ახალი პაკეტი მიიღო, რომელიც საქართველოსთვის ნატოს მხარდაჭერის გაძლიერებას ითვალისწინებს და გულისხმობს ალიანსის სამხედრო გემების უფრო მეტ ვიზიტს შავ ზღვაში, ასევე ერთობლივ საზღვაო და სახმელეთო სწავლებებს.

გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენციაზე განმარტა, თუ რას გულისხმობს ვაშინგტონის მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილება.

„ჩვენ შავი ზღვის რეგიონში ძალისხმევას ვაფართოვებთ. ახლახანს შევთანხმდით პაკეტზე, რომელიც გულისხმობს, უფრო მეტ მეთვალყურეობას, სწავლებებს და ყველა საკითხს, რომელიც, მტკიცედ გვჯერა, რომ მართებულია შავი ზღვის რეგიონისთვის და რა თქმა უნდა, ასევე ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან – საქართველოსთან და უკრაინასთან. ნატოს მოკავშირეები შავ ზღვაზე არიან თურქეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. ასევე, ახლო პარტნიორები – საქართველო და უკრაინა შავი ზღვის ქვეყნებია.

„ჩვენ მათთან ვმუშაობთ და ვიდრე ახლა ვლაპარაკობთ, ნატოს ერთ-ერთი მუდმივი სამხედრო-საზღვაო ჯგუფი შავ ზღვაზეა განთავსებული და საქართველოს და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებთან წვრთნებს ატარებს. ეს უჩვენებს, რომ ნატომ გაზარდა თავისი ყოფნა, შავ ზღვის რეგიონში სამხედრო-საზღვაო ძალების მეტი წარმოდგენით. ჩვენ რუმინეთში მრავალეროვნული ბრიგადა გვყავს და რეგიონში საჰაერო პატრულირება გვაქვს. ასე, რომ ნატო იქ წარმოდგენილია და ახლო პარტნიორებთან – საქართველოსთან და უკრაინასთან თანამშრომლობას აძლიერებს,“ – განაცხადა ნატოს გენერალური მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

მინისტერიალზე მიღებული გადაწყვეტილებები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა შეაფასა. მაიკ პომპეომ რუსული აგრესია ალიანსის გამოწვევად დაასახელა. მან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ვლადიმირ პუტინი, საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ხელყოფისა და ალიანსის გახლეჩვის მცდელობის გამო.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანის ვიზიტი არაფერ კავშირშია მომხდართან – პრემიერი ბარსელონაში ქართველების დაკავებაზე
შემდეგი სტატია„საერთაშორისო გამჭვირვალობის” კვლევის თანახმად პოლიციას მოსახლეობის 80% სრულად ან ნაწილობრივ ენდობა