ნატო სარაკეტო შეთანხმების გარეშე მშვიდობისთვის ემზადება

 

ნატო “ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმების” გარეშე მშვიდობისთვის ემზადება – ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში 12 თებერვალს განაცხადა. ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრები იმსჯელებენ ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ “შეეგუონ მშვიდობას, სადაც ბევრი რუსული რაკეტა იქნება” და “გააგრძელონ ეფექტური შეკავება და თავდაცვა” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა, ასევე აღნიშნა, რომ ნახევარი წელიწადი, რომლის შემდეგადაც აშშ ოფიციალურად დატოვებს შეთანხმებას, რუსეთს აქვს “უკანასკნელი შესაძლებლობა გაიაზროს საკუთარი პასუხისმგებლობა”, ნატო კი მას მოუწოდებს ეს შანსი გამოიყენოს – ინფორმაციას “დოიჩე ველე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისოხუმში H1N1 ვირუსი 16 პირს დაუდგინეს
შემდეგი სტატიახილიანზე, დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს