ნატო-საქართველოს ურთიერთობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს

ნატო-საქართველოს ურთიერთობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ძალიან დიდი მშნიშვნელობა აქვს, რადგან ვიზიტი ტარდება ნატო-ს საიუბილეო მინისტერიალის წინ და აღნიშნა, რომ ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში, ერთი კვირა უაღრესად ინტენსიური იქნება.

ზალკალიანის განცხადებით, ასეთი დატვირთვით ნატო-ს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს, რამდენად პრიორიტეტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

„ვიზიტი ასევე ემთხვევა ნატო-ს სწავლებას. სწავლებაში უპრეცედენტო რაოდენობა პარტნიორი და წევრი ქვეყნების მონაწილეობს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამავე კვირაში საქართველოში ჩვენ გვაქვს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა. საქართველოს ეწვევა ნატო-ს წევრი ქვეყნების სამხედრო გენერალიტეტის წარმომადგენლობა, საკმაოდ მაღალი დონის. ასეთი დატვირთით ნატო-სთან ურთიერთობის კონტექსტში საქართველოს დღის წესრიგში ყოფნა მიანიშნებს იმაზე, რამდენად პრიორიტულია საქართველო ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რომელიც პრიორირეტულია. საქართველოს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს და ამ ინტრუმენტის შესრულების თვალსაზრისით საქართველო ლიდერ ქვეყნად არის აღიარებული. ეს არის კიდევ ერთი აღიარება საქართველოში განხორციელებული რეფორმების, მათ შორის თავდაცვის, პოლიტიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების რეფორმირების კუთხით.

ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არ არის არავის წინააღმდეგ მიმართული. ეს არის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ჩამოვიდა. სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა.

banner
წინა სტატიაშიმსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელი კენიელი პიტერ ტაბიჩი გახდა
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: Gery Shalon-ის ფულის გათეთრების სქემაში Gal Barak-თან ერთად ,ქართული კომპანია შპს ალფა მარკეტინგიც მონაწილეობს