ნატო-საქართველოს კომისიაზე კონკრეტული შედეგები განიხილება, რომელიც მივიღეთ ვარშავის სამიტზე

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება თავდაცვის სისტემის გაძლიერების და სტრატეგიული კომუნიკაციის მექანიზმები, რომელიც ვარშავის სამიტზე შეთანხმდა.

“ეს იმ ინტერესის დადასტურებაა, რომელიც საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მხრიდან აქვს. ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რათა საქართველო მოემზადოს წევრობისათვის . ეს არის წლიური ეროვნული პროგრამა, ნატო-საქართველოს არაერთი პაკეტი და ჩვენ ვიმსჯელებთ ამ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტების არსებობაზე. ჩვენ გავაცნობთ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს იმ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც გვაქვს და იმ წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც პოლიტიკური პარტიებისთვის შევქმენით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშინატო-სთან ურთიერთობის გაუმჯობესების კუთხით საქართველო იმავე ადგილასაა, რომელიც ეკავა 2008 წელს
შემდეგი სტატიაქუთაისში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავი გაიხსნა