ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ნატო-ს ვილნიუსის სამიტის ფარგლებში, პირველად გაიმართა საქართველოსა და სკანდინავიის ქვეყნების ფორმატში სამუშაო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს, დანიისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისრები და ფინეთის სახელმწიფო მდივანი ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში პირველ შეხვედრას და გამოთქვეს მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელონ ამ ფორმატში კოორდინაცია.

სამუშაო შეხვედრა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლარს ლოკე რასმუსენის ინიციატივით გაიმართა. გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, საქართველოსა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრების ორმხრივი შეხვედრა შედგა.

banner
წინა სტატიაშილატვიის პრემიერი – მივიღეთ გადაწყვეტილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე, ეს არის მკაფიო სიგნალი მოსკოვისთვის, რომ რაც მეტ ზეწოლას ახორციელებს, მით უფრო ძლიერი გახდება ნატო-ს პასუხი
შემდეგი სტატიასაქართველოს, მოლდოვისა და ბოსნია და ჰერცეგოვინას სამხედრო მხარდაჭერისთვის ნიდერლანდები €8 მილიონს გამოყოფს