NATO-ს ვარშავის სამიტი სტადიონზე გაიმართება

 

ნატო-ს ვარშავის სამიტი პოლონეთის ეროვნულ სტადიონზე 8-9 ივლისს გაიმართება. ბოგდან სციბუტი, პოლონეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ 26 მაისიდან 28 ივლისამდე პერიოდში ვარშავის ეროვნული სტადიონი დაიხურება ნატო-ს სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობის გამო. “ჩვენ 80 დღე გვაქვს დარჩენილი იმისათვის, რომ სტადიონი მოვამზადოთ 2500 ვიზიტორის, 1500 ჟურნალისტისა და რამდენიმე ასეული უსაფრთხოების ოფიცრისათვის, რომელიც მაღალი რანგის სტუმრებს ეყოლებათ”, განაცხადა მან.

დელეგაციათა ხელმძღვანელები, 28 ქვეყნის პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები, ასევე შეხვდებიან ერთმანეთს პოლონეთის პრეზიდენტის სასახლის იმ ოთახში, სადაც 1955 წელს ვარშავის პაქტი დაიდო.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, თომას შჟატკოვსკის განცხადებით, რომელიც მან პოლონეთის სეიმის (პარლამენტის) თავდაცვის კომიტეტეში გამოსვლისას გააკეთა, ძირითადი მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. სამიტის მიმდინარეობის განმავლობაში პოლონეთის საჰაერო სივრცის გარკვეული ნაწილი დაიხურება, ასევე ნატო-ს გენშტაბიდან გამოთხოვილ იქნა AWACS-ის სისტემის სამხედრო საჰაერო დაზვერვის თვითმფრინავები საჰაერო სივრცის გასაკონსტროლებლად.

ელჩ ჰალაჩინსკის თქმით, რომელიც უწყებათშორის მოსამზადებელ ჯგუფს ხელმძღავნელობს, ეს სამიტი პოლონეთისთვის ისტორიულად დიდი მაშსტაბის ღონისძიებაა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში ევროატლანტიკური სივrცის უამრავი ლიდერი და მთავრობის წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობა.

წყარო: www.euronews.ge

banner
წინა სტატიაშიდუბაიში გარდაცვლილი გოგონას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს
შემდეგი სტატიარომის პაპმა ბერძნულ ლესბოსში ლტოლვილები მოინახულა