NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა მომავალშიც მხარი უნდა დავუჭიროთ შავი ზღვის ორ ქვეყანას, უკრაინასა და საქართველოს

“NATO-ს წევრმა სახელმწიფოებმა მომავალშიც მხარი უნდა დავუჭიროთ შავი ზღვის ორ ქვეყანას, უკრაინასა და საქართველოს. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ არა მარტო მათ ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მათ მიზანსწრაფვებს ალიანსში გაერთიანების შესახებ. ასევე, აუცილებელია, წინ აღვუდგეთ მათი წევრობის პოტენციალის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს და გავაძლიეროთ მათი შესაძლებლობები, მათ შორის, NATO-სთან ურთიერთობების გაუმჯობესების კუთხით.

ჩვენ კარგად ვიცით ამ მიზანსწრაფვის შესახებ. სამწუხაროდ, თურქეთი და პოლონეთი იმ მცირე რაოდენობის სახელმწიფოებს შორის არიან, რომლებიც ალიანსის წევრი ქვეყნების წარმომადგენლების შეხვედრის დროს ყოველთვის დღის წესრიგში აყენებენ ამ საკითხს”-განაცხადა  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.

banner
წინა სტატიაშისაჯარო რესურსის ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ასევე მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, უნდა იქნას საფუძვლიანად გამოძიებული
შემდეგი სტატიაგიორგი ხაჩილავა: შეჩერდით! არ დაგითმობთ ჩვენი ჯგალელების ნებას ზეწოლისთვის სათარეშოდ!