რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ “NATO-ს სურს, საქართველო სახიფათო თამაშებსა და თავგადასავლებში ჩაითრიოს”, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია RIA RU ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ რუსეთმა არაერთხელ გაამახვილა ყურადღება NATO-ს მცდელობებზე, დამკვიდრდეს სამხრეთ კავკასიაში და სხვისი უსაფრთხოების ინტერესების საზიანოდ თავს მოახვიოს საკუთარი შეხედულებები და სტანდარტები.
“NATO-ს მიზნები საქართველოსთან დაკავშირებით ნათელია: მისი სახიფათო გეოპოლიტიკურ თამაშებში ჩართვა და ახალი ავანტიურისკენ წაქეზება. სწორედ ამიტომ, ვეწინააღმდეგებით სამხრეთ კავკასიის ევროატლანტიკოსების „სამფლობელოდ“ გადაქცევას და იქ NATO-ს ძალებისა და აქტივების განლაგებას”, – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.


















