ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს ქალაქ ჰალიფაქსში, კვლავაც მიესალმება საქართველოს პროგრესს და განაგრძობს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას,- ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა, გერმანიის დელეგაციის წარმომადგენლის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა.

ირაკლი სესიაშვილის თქმით, გერმანიის დელეგაციის წარმომადგენელმა, ულლა შმიტმა თავის ანგარიში, რომელიც ეხებოდა შავი ზღვის რეგიონში ადამიანების უფლებების საკითხებს, საქართველო დაასახელა, როგორც ყველაზე თავისუფალი ქვეყანა რეგიონში.

„ანგარიში დეტალურად ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას, მათ შორის ნახსენებია ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტი და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში ყველა ქვეყანასთან მიმართებაში მეტნაკლებად კრიტიკულია, მომხსენებლებმა, დაეყრდნო რა საერთაშირისო რეიტინგებს, ხაზი გაუსვა ჩვენი ქვეყნის მიღწევებს, დემოკრატიის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპული ღირებულებების დამკვიდრების და მართსაჯულების რეფორმირების საკითხებში მიღწეულ შედეგებს. საერთო სულისკვეთებით, ასამბლეამ მრავალჯერად ხაზ უსვას, რომ საქართველო საერთაშირისო მისებში ჩართულობით რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების კონტრიბუტორია”,- განაცხადა სესიაშვილმა.

banner
წინა სტატიაში20 წელია, რაც ამერიკის სავაჭრო პალატა არსებობს და ამ ხნის განმავლობაში თავისი რჩევებით ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია
შემდეგი სტატიანატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველო კვლავ წარმოჩნდა, როგორც სამაგალითო ქყვეყნა დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით