ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობები ბევრად აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ნატო-ზე თავდასხმას განახორციელებს – ორბანი

არ მიმაჩნია ლოგიკურად, რომ რუსეთი, რომელსაც უკრაინის დამარცხებაც კი არ შეუძლია, მოულოდნელად მოვიდეს და მთლიანად გადაყლაპოს დასავლური სამყარო, ამის შანსები ძალიან მცირეა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში განაცხადა.

„რუს სამხედროებს სერიოზული და რთული ბრძოლა აქვთ უკრაინელებთან. რუსები საკმარისად ძლიერები რომ ყოფილიყვნენ, ერთბაშად დაამარცხებდნენ უკრაინას და ეს უკვე გაკეთებული ექნებოდათ“, – ამბობს ორბანი.

მისი თქმით, ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობები ბევრად აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ნატო-ზე თავდასხმას განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშისავიზო შეზღუდვები მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელსაც სხვა გადაწყვეტილებებიც მოჰყვება – დავითაია
შემდეგი სტატიაქვეყნის დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება – მდინარაძე