ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე – საქართველოსთან მტკიცე პარტნიორობა ძლიერდება

ჩვენ გვაქვს ძალიან ხანგრძლივი და ღირსეული ისტორია, რომელიც განასახიერებს ნატოსა და საქართველოს მტკიცე პარტნიორობას,- ამის შესახებ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, საჰაერო ძალების ფელდმარშალმა, სტიუარტ ფიჩმა, საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ნატო-საქართველოს პარტნიორობა უფრო და უფრო ძლიერდება, რაც აისახა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს ნატო-ს შტაბბინაში, რომელიც მისი დანიშვნიდან ძალიან მოკლე დროში განხორციელდა.

„საქართველოს მთავრობამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ნატოში ინტეგრირება კვლავ რჩება ქვეყნის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების უდიდეს ამოცანად და ალიანსმა საქართველოს კიდევ 3 წლით გაუგრძელა გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორის სტატუსი. ჩვენმა პარტნიორობამ დაამტკიცა, რომ ის არის ურთიერთსასარგებლო“, – აღნიშნა სტიუარტ ფიჩმა.

banner
წინა სტატიაშიგაბრიელიუს ლანდსბერგისი – ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს და უკრაინის მისწრაფებებს ნატოსკენ
შემდეგი სტატიასერგეენკო – დიპლომატზე თავდასხმა არის თავდასხმა, ქვეყანაზე, რომელსაც ის წარმოადგენს