NATO-ს სამიტი გაიხსნა- სამიტზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ

ბრიუსელში NATO-ს სამიტი გაიხსნა. სამიტს ნატოს 30 წევრი ქვეყნის ლიდერი ესწრება. როგორც NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტზე განაცხადა, ალიანსის წევრები გეოპოლიტიკური კონკურენციის რეგიონალური არასტაბილურობის, კიბერთავდასხმებისა და კლიმატური ცვლილებების პერიოდში ცხოვრობენ.

შეხვედრაზე მხარეები “ნატო 2030”-ს ახალ მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, ნატოს ძალების გაძლიერებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ვაქცინაციის პროგრამასა და რუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ. სამიტზე საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშისოფელ კაკაბეთში მაღაზია გაქურდეს
შემდეგი სტატიაიქნება თუ არა “ოცნების” კანდიდატი კალაძე? – “გაიგებთ ყველაფერს თავის დროზე”