ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს მართავს.

მიხეილ ჯანელიძე ალიანსის გენერალური მდივნის ახლადდანიშნულ მოადგილე როუზ გოტემოლერს და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელ ჯეიმს აპატურაის უკვე შეხვდა.

„ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე. აღინიშნა ის წარმატებული რეფორმები და ნაბიჯები, რომელიც საქართველოს მხრიდან ამ პაკეტის იმპლემენტაციისთვის ხორციელდება. ასევე, ალიანსის წევრი ქვეყნების ორმხრივ ფორმატში დახმარება ამ მიმართულებით, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას“, – აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

მინისტრი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ჩართული სახელმწიფოების საგარეო უწყებების ხელმძღვანელთა შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
შემდეგი სტატიარუსთავი-თბილისის მიმართულებით მგზავრობის საფასური შესაძლოა, ძველ ნიშნულს – 1.30 ლარს დაუბრუნდეს