ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებისთვის ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააპატიმრეს

ნატო-ს ქვეყნების წინააღმდეგ კიბერთავდასხმებისთვის ესპანეთში სამი პრორუსი ჰაკერი დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ესპანეთის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ესპანელი სამართალდამცველების ცნობით, ისინი კიბერშეტევებს ახორციელებდნენ საჯარო ინსტიტუტებისა და სტრატეგიული სექტორების წინააღმდეგ.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, კიბერთავდასხმები მიმართული იყო უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების სამთავრობო სექტორში საჯარო და კერძო ორგანიზაციების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სერვისების წინააღმდეგ.

პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის სახლის ჩხრეკისას გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშირუსეთში ისტორიის სახელმძღვანელოში კასპაროვი მსოფლიო ჩემპიონთა სიაში არ წერია
შემდეგი სტატიაილჰამ ალიევი – პოლიტკულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო კითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ში, თუმცა ტრამპმა გააჟღერა თეზისი, რომ მის დროს ომი არ ყოფილა, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზეც