ნატო-ს პრესსპიკერი – რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს – ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერს

რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა, – ამის შესახებ ნატო-ს პრესსპიკერის, ფარა დახლალას რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 16 წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, საქართველოში განლაგებული ძალები გაიყვანოს, რომლებიც იქ საქართველოს თანხმობის გარეშე განათავსა. რუსეთის 16 წლიანი ოკუპაციის მიუხედავად, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს ნაწილია. ნატო საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს სრულად უჭერს“, – აცხადებს ნატო-ს პრესსპიკერი.

banner
წინა სტატიაშიბოკუჩავა – „რუსული კანონის“ მიღების შედეგად, საქართველო მილიონობით დოლარის თუ ევროს დაფინანსებას კარგავს
შემდეგი სტატიამეცოლა – რუსეთის აგრესიიდან 16 წლის შემდეგ, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ევროპარლამენტის მხარდაჭერა ურყევი რჩება