უკრაინული მედია ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ნატო-ს მოკავშირეების გამანადგურებლებმა ლატვიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი დრონი ჩამოაგდეს.
ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, დრონი ბალტიის საჰაერო პატრულირების ნატო-ს მისიაში ჩართულმა ფრანგულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დრონი ლატვიაში რუსეთის რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემების მოქმედების შედეგად შევიდა.
ამასთან, დრონმა მოლდოვას საჰაერო სივრცეც დაარღვია. მისი ჩამოვარდნის ადგილას არსებული ნიშნები მიუთითებს, რომ უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა.


















