ნატო-ს მინისტერიალზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე

ჯეიმს აპატურაი - მე ვგრძნობ, რომ ქართველმა ხალხმა აირჩია დასავლური ორიენტაცია ღირებულებების გამო -

ნატო-ს მინისტერიალზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შ​ესანიშნავი შეხვედრა გვქონდა. საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმოადგინა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, თუმცა, რა თქმა უნდა, მთავარი ფოკუსი იყო შავი ზღვის უსაფრთხოებაზე.

ძალიან ცხადი მიზეზებია, რატომ არის უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნატო-ს ალიანსისთვის და კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე.

მომავალ კვირას ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება შავი ზღვის უსაფრთხოება და ჩვენ ამ შეხვედრაზე შევთანხმდებით საქართველოსთან თანამშრომლობის ახალ ნაბიჯებზე შავი ზღვის უსაფრთხოებაზე. უნდა დაველოდეთ საგარეო საქმეთა მინისტერიალს, რომელმაც ეს უნდა დაამტკიცოს. მაგრამ რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ახალი ნაბიჯები ფოკუსირებული იქნება სასაზღვრო, სახმელეთო და საჰაერო გარემოზე და პრაქტიკული თანამშრომლობაზე. ჩვენ ნამდვილად ძალიან პრაქტიკულ ნაბიჯებს მივიღებთ იმისთვის, რომ ერთად ბევრი გავაკეთოთ“, – განაცხადა აპატურაიმ.

banner
წინა სტატიაშიტერეზა მეი იმ შემთხვევაში გადადგება, თუკი “ბრექსიტი” მისი სცენარით მოხდება
შემდეგი სტატიაევროკავშირში 2021 წლიდან პლასტმასის ერთჯერად ნივთებს აკრძალავენ