ნატო-ს გენმდივნის მოადგილე – უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლები გაგრძელდეს

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, წლების განმავლობაში გაგრძელდეს.

„აშკარაა, რომ მომდევნო დღეები და კვირები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს, მაგრამ ომის დასრულებას ალბათ, უფრო მეტი დრო დასჭირდება. შეიძლება გაგრძელდეს კვირები, თვეები, წლებიც კი – ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ საბოლოოდ, იმედია, უკრაინა ბრძოლის ველზე გაიმარჯვებს,“ – აღნიშნა მირჩა ჯოანამ.

banner
წინა სტატიაშიარ შეგვიძლია ვიყოთ მშვიდად, როდესაც სისტემა ებრძვის მიხეილ სააკაშვილს – დეკანოიძის გამოსვლა ევროსაბჭოში
შემდეგი სტატია„აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტები შეტევით ოპერაციებს აგრძელებენ