16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის

ნატოს  ყოველწლიური ანგარიშში ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის.

როგორც ანგარიშში აღნიშნულია, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი მოვლენების ფონზე მოკავშირეებმა ნატო-ს საქართველოსთან ჩართულობა განიხილეს“.

„აღნიშნულის შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ელემენტების, მათ შორის „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის“ ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტულობის ხელახალი განსაზღვრა მოხდა“, – ნათქვამია მარკ რუტეს 2025 წლის ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს თავდაცვის ძალებთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობამ წინსვლა განიცადა, რაც მაისში ჩატარებულ ნატო-საქართველოს წვრთნებში აისახა.

„თბილისში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან თანამშრომლობას აგრძელებს“, – წერია რუტეს ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის განმავლობაში „ნატო-ს მრჩევლების დიდი გუნდი ქართველ კოლეგებთან მუშაობას აგრძელებდნენ, თავდაცვის შესაძლებლობებისა და ალიანსთან თავსებადობის გაზრდის მიზნით“.

banner
წინა სტატიაში“უკან დასახევი გზა აღარ იქნება” – დონალდ ტრამპი ირანს სამხედრო განადგურებით ემუქრება
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე საპროცესო შეთანხმებას ითხოვს