ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე – რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას
სხვა სტატიები
- რომან გოცირიძე : დარჩა მესამე მოსმენა, შევალთ და მივცემთ ხმას ოღონდ ამ დროისათვის გამოშვებული იქნას გიორგი რურუა
- “ეს იყო ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწის განაცხადი”- ნიკა გვარამია პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
- გიორგი გახარია : უნდა გაძლიერდეს კავშირი მანდატურის ინსტიტუტსა და საპატრულო პოლიციას შორის
რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოებას, – ამის შესახებ ატლანტიკურ საბჭოში გამართულ დისკუსიაზე ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, ბაიბა ბრაჟემ განაცხადა.
„რუსეთს არ შეუძლია, ვეტო დაადოს ნატო-ს გაფართოების გადაწყვეტილებას. ისტორიაში ამის მაგალითები ვნახეთ და ეს ფაქტია. ამავე დროს, ნატო-საც არ შეუძლია, დაადოს ვეტო საქართველოს ან უკრაინის გაწევრიანებას. ყველაფერი დიდწილად დამოკიდებულია ნატო-ს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. მანამდე კი, ჩვენ პრაქტიკულ საკითხებზე ვმუშაობთ. გასულ კვირაში გაიმართა ნატო-ს მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებოდნენ.
ასე რომ, პრაქტიკული სამუშაო გრძელდება, რათა საქართველოსა და უკრაინის სტანდარტები ამაღლდეს, რომ მათ პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების პოტენციალის სრულად გამოყენება შეძლონ“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე.