ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი მთიან ყარაბაღში მიმდინარე პროცესების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც აპატურაის განცხადებაშია ნათქვამი, მხარეებმა მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით მოლაპარაკებები უნდა განაახლონ.

“ნატო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში შეხების ხაზთან ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გამო. მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები, რომლებსაც რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლეს. ეს კონფლიქტი არ უნდა გადაიჭრას საომარი მოქმედებების მეშვეობით. მხარეებმა უნდა განაახლონ მოლაპარაკებები მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფს”, – აღნიშნულია ჯეიმს აპატურაის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის მოწყობა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავაკეში მდებარე ერთ-ერთ სკვერს აფხაზეთში მებრძოლი კოკა კლდიაშვილის სახელი მიენიჭა