უკრაინამ რუსეთთან ომში შესაძლებლობის ფანჯრის შექმნა მოახერხა, თუმცა ის მუდმივად ღია არ დარჩება და ეს შანსი ხელიდან არ უნდა იქნეს გაშვებული,- თქვა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, რადმილა შეკერინსკამ გდანსკში, „უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე“ სიტყვით გამოსვლისას.
,,უკრაინამ მოახერხა ომში გარდატეხის შეტანა, რაც ჩანს არა მხოლოდ ბრძოლის ველზე, არამედ მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგზე განხორციელებულ დარტყმებშიც. ეს აგრეთვე აისახება რუსეთის ქცევაშიც: როდესაც მოსკოვი საკუთარ სისუსტეს ამჩნევდა, ყოველთვის არტყამდა და მიზანში იღებდა სამოქალაქო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას – მათ შორის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შესულ რელიგიურ ძეგლს, კიევ-პეჩერის ლავრას”,- განაცხადა რადმილა შეკერინსკამ.

















