ნატო-ს გენერალური მდივანი თურქეთს ეწვევა

ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტემბერგი 20-21 აპრილს, ალიანსის ვარშავის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით, თურქეთს ეწვევა.

აღნიშნულ ინფორმაციას თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სტოლტენბერგი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, პრემიერ-მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს, საგარეო უწყების ხელმძღვანელს მევლუდ ჩავუშოღლუს და თავდაცვის მინისტრ იმეთ ილიაზს შეხვდება.

შეხვედრებზე მხარეები ნატო-ს სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვრებზე შექმნილ პრობლემებზე და თურქეთის უსაფთხოების საკითხებზე ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა თანახმაა, არჩევნებში 2%-იანი ბარიერის გადალახვის შემთხვევაში, პარტია კვლიფიციურად ჩაითვალოს
შემდეგი სტატია,,ევროკომისიის პრეზიდენტმა მითხრა, რომ უვიზო მიმოსვლას ვიმსახურებთ”