26.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივნისი 10, 2026
banner

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ჩავიდა.

„ღრმად ვაფასებთ ნატო-ს ერთიანობასა და სიძლიერეს უკრაინის მხარდაჭერის მიმართ, მაშინ, როდესაც ჩვენ ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებას ერთად ვიცავთ“, – წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

ანდრეი სიბიგას ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს და სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

banner
წინა სტატიაშიმიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შემდეგი სტატია“ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის “ქართული ოცნება” მკვდარია”- გიორგი უძილაური