ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თბილისშია

ნატო-ს გენერალური მდივანი თბილისშია. იენს სტოლტენბერგის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტოლტენბერგს ნატო-ში საქართველოს ელჩი ალექსანდრე მაისურაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში სტოლტენბერგი პირველ შეხვედრას ქვეყნის პრემიერმინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს.

იენს სტოლტენბერგთან ერთად თბილისში ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებიც ჩამოვიდნენ. დღესვე გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.

2 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს დელეგაცია ასევე შეხვდება პრეზიდენტს, შეხვედრებს გამართავს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან, მედიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები პარლამენტში კენჭისყრისთვის მეექვსედ მივიდნენ
შემდეგი სტატიაპარლამენტში პლენარული სესიის დაწყება ვერ ხერხდება