NATO-ს გენერალური მდივანი: “ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ქართველებს ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით”

“მე არ ვარ გულუბრყვილო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება – ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ქართველებს ეს ძალიან მკაფიოდ ვუთხარით”, – ამის შესახებ, NATO-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორთან, რიკარდ იოზვიაკთან, ინტერვიუში საუბრობს.

მარკ რუტე აღნიშნულ მედიასთან, საქართველოსთან ერთად მის მეზობელ ქვეყნებზეც საუბრობს.

“ჩვენ მათთან ვთანამშრომლობთ და, ჩემი აზრით, ეს თანამშრომლობაც იმ მიზანს ემსახურება, რომ გვქონდეს არხი, რომლის საშუალებითაც ჩვენი წუხილის გამოხატვა შეგვეძლება… არის საქართველო, მაგრამ ასევე ვხედავთ, რა ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, სადაც, როგორც ჩანს, ბევრად უკეთესი მდგომარეობაა იმის წყალობითაც, რასაც პრეზიდენტი ტრამპი აკეთებს, ამის გამო, საქართველოს მე მთლიანი სამხრეთ კავკასიის კონტექსტშიც შევხედავდი”, – აცხადებს მარკ რუტე.

banner
წინა სტატიაშითაღლითობა სხვისი სახლის ფოტოებით – რატომ არ რეაგირებს შსს?!
შემდეგი სტატია“ტრამპს ამ ომის დასრულება სურს, აშშ უკრაინას უსასრულოდ ვერ დაეხმარება” – თეთრი სახლის პრესსპიკერი